ჩვენ ვართ — მენეჯმენტის ინსტიტუტი
მენეჯმენტი, ისევე როგორც სხვა მეცნიერებები, სწრაფად ვითარდება; თუმცა ეს ცვლილებები პრაქტიკაში დაუყოვნებლივ ვერ აისახება. ახალი მეთოდების დანერგვის პროცესი მოიცავს: პრობლემის განსაზღვრას, თეორიის ჩამოყალიბებას, გამოკვლევებს, შედეგების გაფორმებას, პრაქტიკაში გამოცდას, სახელმძღვანელოს შექმნას, სწავლებას, ფართო წრეებში დანერგვას (და ა.შ.). ეს ეტაპები ხშირად მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
ეკონომიკური სისტემების ევოლუცია — მონათმფლობელური (ძალადობა), ფეოდალური (ძალადობის შემცირება) და კაპიტალისტური (კონკურენცია) სისტემების შემდეგ — კაცობრიობა ეტაპობრივად გადადის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. თვალსაჩინო მაგალითებია: იაპონია 1970-იანი წლებიდან (კეირეცუ სისტემის წყალობით იაპონიამ იმ პერიოდში ყველა ქვეყანას გაუსწრო ეკონომიკური ზრდის ტემპებით), ევროპა და ამერიკა 1990–2000-იანი წლებიდან, ჩინეთის თანამედროვე ეკონომიკა და სხვა.
დღევანდელი წარმოების ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პროდუქციის იმდენად ჭარბ წარმოებას, რომ შემდგომი ეკონომიკური ზრდა ძალადობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემით უპერსპექტივო ხდება. (მთავრობებმა დაიწყეს მოთხოვნის სტიმულირება, მწარმოებლები ცდილობენ შეაჩვიონ მომხმარებლები ისეთი პროდუქციის შეძენას, რომლებიც რეალურად საჭირო არ არის.) იზრდება ფინანსური პირამიდების რაოდენობა...
არ არსებობს ძალა, რომელიც ეკონომიკურ წინსვლას გააჩერებს (ომი — დროებითი დამუხრუჭებაა). მომავლის ეკონომიკა არა ძალადობაზე და ტყუილზე დაფუძნებული, არამედ თანამშრომლობით ურთიერთობებზე დამყარებული ეკონომიკაა. ასეთი ეკონომიკა უზრუნველყოფს: რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ადამიანების ფართო მასების ჩართულობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, მიღწევების საზოგადო საჭიროებებზე მიმართვას, თითოეული ადამიანის როლისა და ღვაწლის ღირსეულ დაფასებას.
თანამშრომლობის ეკონომიკას სჭირდება შესაბამისი მენეჯმენტი.
ჩვენი მიზანია:
არსებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხის, საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული და სრული მენეჯმენტი სხვადასხვა ორგანიზაციებში.
მართვა ისე, როგორც მეწაღეობა, მესაათეობა, იურიდიული მომსახურება, პედაგოგობა, არის საქმიანობა, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც მოიცავს ნებისმიერი პროფესია. (წარმოებისა და მომსახურებისთვის მასალების და დანადგარების შეძენა, შეკვეთების მიღება და რეალიზაცია, საგადასახადო ანგარიშგება, წარმოების განვითარება ტექნოლოგიებით და წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდით და სხვა)
მაგალითად მშენებელს სჭირდება მასალების შეძენა-მომარაგება, შენობის აგებაზე შეკვეთის მიღება-რეალიზაცია, საგადასახადო ანგარიშგება, შენობის წარმოების ტექნოლოგიების განვითარება, წარმოების გაზრდა და ა. შ. მაგრამ კარგი მშენებელი ვერ იქნება კარგი იურისტიც, ბუღალტერიც, კადრების მენეჯერიც და ა. შ. ამიტომ ნებისმიერი მეწარმე თავის საწარმოს გაფართოების დაწყებისთანავე დგება მართვის დანარჩენი ელემენტების დეფიციტის წინაშე. მას მოუწევს დაიქირაოს სხვადასხვა სპეციალისტი და გარდა თავისი საქმიანობისა, დავალებები მისცეს იურისტს, ბუღალტერს, მარკეტოლოგს და ა. შ. შედეგად მეწარმე იქცევა ფუნქციონერად, რომელიც ვეღარ აკეთებს თავის საქმეს, დაკავებულია სხვაზე დავალებების მიცემით, და ნერვებს იშლის იმის გამო, რომ ამდენ ადამიანს ტყუილად უხდის ხელფასს (თუმცა იმასაც ხვდება, რომ მათ გარეშე საწარმოს ფუნქციონირება შეუძლებელია).
ჩვენ დაგეხმარებით, თქვენ აკეთოთ თქვენი საქმე და დაგეგმოთ თქვენი საქმის გაფართოება ჩვენი დახმარებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი გეგმების შესრულებას ისე, რომ თქვენს პროფესიაში არ ჩავერევით და მიიღოთ გაცილებით მეტი მოგება თქვენი საქმიანობიდან. ჩვენ უზრუნველვყოფთ წარმოების და მომსახურების მენეჯმენტის ყველა იმ ნაწილით მომსახურებას, რაც არ წარმოადგენს თქვენს უშუალო სპეციალობას. (საქმისწარმოება, კადრების მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, ლოგისტიკა, იურიდიული მომსახურება, ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, მარკეტინგი, და სხვა)
ჩვენ მომსახურებას ვთავაზობთ ყველა ტიპის ორგანიზაციას. თუ თქვენი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სფეროს (მაგალითად იურიდიული, ბუღალტრული და კადრების მენეჯმენტი), ჩვენ დაგეხმარებით მენეჯმენტის სხვა ნაწილებით მომსახურებაში, ისე, რომ ხელს არ შევუშლით და დავეხმარებით თქვენი ორგანიზაციის საქმიანობას. ჩვენი მომსახურებით გაიზრდება თქვენი ამბიციები, ბაზარზე თქვენი ორგანიზაციის შესრულებული სამუშაოს მოცულობა, კომპანიის თანამშრომლების ხელფასები და მკვეთრად გაიზრდება საწარმოს დამფუძნებლების მოგება.
სს მენეჯმენტის ინსტიტუტი ს.კ. 445826250 განიხილავს თანამშრომელთა ჩართულობას კომპანიის მართვაში დამფუძნებლების სახით. კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ კომპანიის აქციები ხელფასის შემდგომი მატების ან პირდაპირი ინვესტირების გზით. თანამშრომელთა კომპანიის მართვაში დამფუძნებლის სახით ჩართვის მექანიზმები (პროცედურები) შემუშავდება ერთობლივად — თანამშრომლების ჩართულობით.
-
01
ორგანიზაციის სტრუქტურა სრულად ჰორიზონტალურია (უფლებები და პასუხისმგებლობები ფუნქციების შესაბამისად).
-
02
ორგანიზაცია ურთიერთობაში იყენებს მხოლოდ თანამშრომლობის პრინციპს. (არა ძალადობას და კონკურენციას)
-
03
კომპანიის მთავარი ღირებულებებია: შრომის სიყვარული და მუდმივი სწავლა.
-
04
თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ კომპანიის მეწილეები.
-
05
საკადრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი — ღირებულებებს მხოლოდ ადამიანები ქმნიან.
ჩვენი ღირებულებები
- თანამშრომლობა და პარტნიორობა ყველა დონეზე
- და არა კონკურენცია. კაცობრიობის ეკონომიკური ისტორია არის იძულებიდან თავისუფლებისკენ სვლა: მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი — ამის დასტურია. თანამშრომლობის მეთოდი სრული თავისუფლებაა და გამორიცხავს დავალების გაცემას. საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ გვაროვნული და ფეოდალური წყობის ნიშნებია, უჩვეულოა ასეთი მეთოდის გამოყენება, მაგრამ საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტაც.
- შრომის სიყვარული
- ჩვენ ვთვლით, რომ ღირებულება მხოლოდ შრომით იქმნება და მას მხოლოდ ადამიანები ქმნიან. შრომით შესაძლებელია ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა და ადამიანის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს შრომით წარმატებისა და მიზნების მიღწევაში.
- მომხმარებლის პატივისცემა
- ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მომხმარებლებს; ვმუშაობთ მათი მოთხოვნილებების გაუმჯობესებისა და დაკმაყოფილებისთვის. ვიცავთ პრინციპს — „კლიენტი ყოველთვის მართალია". მხოლოდ მომხმარებლის საშუალებით არის შესაძლებელი ჩვენი, როგორც პროდუქციის შემქმნელის, საჭიროებებისა და ამბიციების დაკმაყოფილება.
- ღიაობა პარტნიორებთან
- პარტნიორებად მივიჩნევთ მომხმარებლებს, მოწოდებლებს, სახელმწიფოს და ყველას, ვინც იზიარებს თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. კაპიტალის დაბანდებისა და შრომის ანაზღაურების მექანიზმები სრულად გამჭვირვალეა. მზად ვართ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
- მუდმივი სწავლა
- გაუმჯობესებისთვის და თვითრეალიზაციისთვის; მუდმივი სწავლა პრაქტიკით — ჩვენი მეთოდია.
- პასუხისმგებლობა
- მუდმივად ვაწარმოებთ გაზომვებსა და ჩანაწერებს და პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ კონტროლირებად ნებისმიერ პროცესზე.
- პირობის დაცვა
- თუნდაც ზარალის სანაცვლოდ.
- ღირსება
- კომპრომისების გარეშე.
- ნდობა
- ვენდობით ერთმანეთს და ჩვენს პარტნიორებს მანამდე, ვიდრე არ გაჩნდება უნდობლობის საფუძველი. ნდობა ხშირად მოწმდება კიდეც, რათა ეჭვის საფუძველი არ გვქონდეს.
- ჯანმრთელობა
- პატივს ვცემთ და ვიცავთ ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების ჯანმრთელობას.
სტრუქტურა, გუნდი, წესები
კომპანიის სტრუქტურა მკაცრად ჰორიზონტალურია — არ გვყავს „უფროსები" და ყოველი ჩვენგანი თანაბარმნიშვნელოვანია. განსხვავება თანამშრომლებს შორის მხოლოდ ფუნქციებითაა შესაძლებელი. ასეთ სტრუქტურაში თანამშრომელთა უფლებები მაქსიმალურია, რაც ასევე გულისხმობს თანამშრომელთა შესაბამის პასუხისმგებლობასაც.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელი აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას: რამდენადაც მეტი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვს თანამშრომელს, იმდენად მეტია მისი უფლებებიც. ვთვლით, რომ უპასუხისმგებლო თანამშრომელი — უუფლებო თანამშრომელია და პირიქით: უუფლებო თანამშრომელი — უპასუხისმგებლო თანამშრომელია.
ჩვენ არ გვეშინია ფუნქციების დელეგირების და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფუნქციების დელეგირებით, გუნდური მუშაობით და გუნდის წევრების მიერ საკუთარი ფუნქციის შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებით მიიღწევა საუკეთესო შედეგები.
სტრუქტურული ერთეულების მუშაობა და ორგანიზაციაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი რეგულირდება შესაბამისი წესებით: „ისწავლე თამაშის წესები და ითამაშე საუკეთესოდ"; „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე". წესების დაცვას მუდმივად ექცევა ყურადღება; წესები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს.
ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაზომვებს: ნებისმიერი პროცესი იგეგმება გასაგებობის, შესრულებადობისა და გაზომვადობის პრინციპების დაცვით. ორგანიზაციაში დიდი ყურადღება ექცევა ჩანაწერებს: არც ერთი ქმედება არ მიიჩნევა შესრულებულად შესაბამისი დოკუმენტით დადასტურების გარეშე და აკრძალულია ისეთი ქმედებები, რომლებიც დოკუმენტურად არ დასტურდება (გარდა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის საფრთხის თავიდან აცილების ქმედებებისა).
შენიშვნები, წინადადებები და რჩევები მოგვწერეთ: info@mains.ge.
კარიერა
მარკეტინგის მენეჯერი
გაყიდვები · PR · კვლევებიფინანსური მენეჯერი
ბუღალტრული · ფინანსური · საგადასახადო · მმართველობითი აღრიცხვაიურისტი
კომპანიის წარმომადგენლობა იურიდიულ საკითხებშისამუშაო პირობები
- სამუშაო დრო — ვთვლით, რომ მაღალი რგოლის მენეჯერის სამუშაო დრო არ უნდა იყოს რეგლამენტირებული (თუმცა არსებობს შინაგანაწესი და კომუნიკაციისთვის აუცილებელი ნორმები).
- ხელფასი — შეთანხმებით (ანაზღაურება თანამშრომლის კვალიფიკაციისა და ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა).
ჩვენთან ვეძებთ თანამშრომლებს-პარტნიორებს, რომელებიც იზიარებენ კომპანიის მიზნებს და ღირებულებებს, ისწავლიან, იშრომებენ და პასუხისმგებელი იქნებიან მართონ მათ ფუნქციებთან დაკავშირებული პროცესები.
მარკეტინგის, ფინანსური მენეჯერის და იურისტის ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, რომელიც დაგვეხმარება, შევაფასოთ თქვენი მიზნების და ღირებულებების თანხვედრა ჩვენი კომპანიის მიზნებთან ღირებულებებთან (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება):
კონტაქტი
უკუკავშირი
შენიშვნები, წინადადებები და რჩევები მოგვწერეთ: info@mains.ge
მისამართი
მენეჯმენტის ინსტიტუტი
ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. N91
საქართველო